ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა – “ლიონი” მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები ჩატარდა.
„ლიონმა“ სახლში „სტიაუა“ ისევ დაამარცხა, ამჯერად 4:0 (ბუქარესტში 3:1 მოუგო) და მეოთხედფინალში გავიდა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მან შეუცვლელად ითამაშა და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 9.8, whoscored 9.5, flashscore 8.5.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ლიონი – სტიაუა 4:0
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (14), 2:0 ნუამა (37), 3:0 მიქაუტაძე (47), 4:0 ნუამა (88)
სხვა მატჩების შედეგები
ლაციო – პლზენი 1:1 (პირველი შეხვედრა 2:1)
ოლიმპიაკოსი – ბოდო გლიმტი 2:1 (0:3)
აინტრახტი – აიაქსი 4:1 (2:1)
ბილბაო – რომა 3:1 (1:2)
ტოტენჰემი – ალკმაარი 3:1 (0:1)
რეინჯერსი – ფენერბაჰჩე 0:2 (პენ 3:2) (3:1)
მანჩესტერი – სოსიედადი 4:1 (1:1)
გაირკვა მეოთხედფინალური წყვილები
ლიონი – მანჩესტერი
ტოტენჰემი – აინტრახტი
ბოდო გლიმტი – ლაციო
რეინჯერსი – ბილბაო
შეხვედრები 10 და 17 აპრილს გაიმართება.