ევროპა დაიშლება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაუბრუნდება იგი პრაგმატულ და ცივილურ ღირებულებებს და გააგრძელებს განვითარებას ამ მიმართულებით

ევროპა დაიშლება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაუბრუნდება იგი პრაგმატულ და ცივილურ ღირებულებებს და გააგრძელებს განვითარებას ამ მიმართულებით
„ვფიქრობ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა დაფუძნებული იყოს პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერსებზე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში დასამკვიდრებლად საქართველოს შეუძლია გამოიყენოს მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა.
„მსოფლიოში მიმდინარეობს ძალთა ახალი ბალანსის დამყარება, სადაც ახლებურად ხდება რესურსების გადანაწილება. რა თქმა უნდა, დგას ტერიტორიების გადანაწილების საკითხიც, რაც უკვე ვიხილეთ უკრაინის შემთხვევაში. ძალთა ახალი ბალანსი, მხოლოდ ტერიტორიების ახლებურ გადანაწილებას, ამათუ იმ სახელმწიფოების გავლენის, ახალი სფეროების გაჩენას არ გულისხმობს, აქ საუბარია უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზეც.
ვფიქრობ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერსებზე. ამ თვალსაზრისით საქართველოს, რომელსაც მცირე პოლიტიკური წონა გააჩნია, შეუძლია კარგად გამოიყენოს მისი უაღრესად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულო მნიშვნელობა. მთავარია ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ჩვენი ეკონომიკური ინტერესები. ქვეყნის სტრატეგიის წარმატების ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. სწორედ ეს არის ის პრაგმატიზმი, რასაც მოველი მომავალი ევროპისგან. ევროპა დაიშლება, თუ არა, დამოკიდებულია იმაზე რამდენად პრაგმატულ და ცივილურ ღირებულებებს დაუბრუნდება და გააგრძელებს განვითარებას მის გარშემო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს