ევროპა გაფართოების ახალ ტალღას იწყებს და ამ პაკეტში ერთ-ერთი საქართველოა – ის, რაც 14 დეკემბერს მოხდა ევროკავშირის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა

გაფართოება, როგორც ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის- ამ გზავნილით შეაჯამა 2 დღიანი სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე შარლ მიშელმა სამიტს ისტორიული განზომილება უწოდა. სწორედ შარლს მიშელის სტატუსი იყო პირველი ცნობა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან რომ საქართველოს 27 ქვეყნის ლიდერის თანხმობით კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
პირველი მილოცვა და შეტყობინებაც ოფიციალურმა თბილისმა ბრუსლეიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მიიღო. საღამოს ათი საათისთვის უკვე ყველა ზეიმობდა ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესს თარიღს გადაწყვეტილების მიღებას ევროპის გაფართოვებაზე წინ მძიმე სმატი და ლიდერებს შპრის აზრთასხვადსხვაობა უძღოდა.
საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, და მოლდოვისთვის კი წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას, იმედის ნათელი სიგნალი უწოდეს – თუმცა ეს მას შემდეგ რაც კონსესუსის მიღწევას თითქმის 8 საათიანი მსჯელობა დასჭირდა. მთავარი დაბრკოლება უნგრეთი იყო, რომელიც ამ დრომდე თვლის რომ კიევი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მზად არ იყო.
ს პოზიციის შეცვლას ლიდერები სხვადასხვა გზით და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ოფიციალური თუ კულუარული მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება ვერ, თუმცა უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა მაინც დაბლოკა ვეტოს გამოყენებით.
ბრიუსელში ყველა ამბობდა, რომ ლიდერების ერთობლივი გადაწყვეტილება ს მიმართ გზავნილია, რომ ევროპულ კეთილდღეობას ბარიერს ვერ შეუქმნიან. 2023 წლის 14 დეკემბერი, ისტორიული არამხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვისაა, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც. 2 ქვეყანასთან კავშირი წევრობაზე მოლაპარაკებას იწყებს, საქართველო ამ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება.
ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება ბოსნია და ჰერცოგოვინაც, ევროკავშირი წევრობაზე დიალოგს შესაბამის კრიტერიუმების მიღწევის შემდეგ დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან