ევროპა აფრთხილებს ტრამპს უკრაინაზე მის “ზურგს უკან” შეთანხმების შესახებ

ევროპის პოლიტიკოსებმა გაფრთხილება გამოთქვეს 13 თებერვალს, რომ “ბინძური გარიგება” -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მოსკოვს შორის ში ომის დასასრულებლად, განწირული იყო წარუმატებლობისთვის – და დაჟინებით მოითხოვეს, რომ ევროპა და უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
ნატოს პარტნიორებთან შეხვედრისას, ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან; პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა უარყო, რომ ეს ნიშნავს კიევის სამწლიანი საომარი ძალისხმევის ღალატს.
მაგრამ ტრამპის ამ ნაბიჯმა გააოგნა ევროპელი მოკავშირეები – რამდენიმე მათგანმა მისი სტრატეგია ღიად დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო ნებისმიერი “ნაკარნახევი მშვიდობა” და მისმა თავდაცვის მინისტრმა “სამწუხარო” უწოდა იმას, რომ ვაშინგტონი უკვე “დათმობებზე” მიდის კრემლთან.
ბრიუსელში, ნატოს მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა თქვა, რომ ვერცერთი შეთანხმება “ჩვენს ზურგს უკან” ვერ იმუშავებს და ვაშინგტონი რუსეთის “დაშოშმინებაში” დაადანაშაულა.
“არაფერი არ უნდა წავიღოთ მაგიდიდან, სანამ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, რადგან ეს ხელს აძლევს რუსეთს და ეს არის ის, რაც მათ სურთ”, – თქვა მან. “ნებისმიერი სწრაფი გადაწყვეტა ბინძური გარიგებაა”, თქვა მან. “ეს უბრალოდ არ იმუშავებს”.
პუტინთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც მისი პირველი სატელეფონო საუბარი იყო ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ მოელის რუსეთის ლიდერთან შეხვედრას საუდის არაბეთში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – რამაც აღძრა შიში, რომ კიევი მოლაპარაკებებისგან გამოითიშებოდა.
ტრამპმა, რომელსაც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს, უარყო უკრაინის გამორიცხვა პირდაპირი მოლაპარაკებებიდან.
პუტინთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ს დაურეკა და კრემლის ლიდერთან თავისი მოლაპარაკების დეტალები გაუზიარა.
უკრაინის პრეზიდენტმა 13 თებერვალს თქვა, რომ კიევი არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და აშშ უკრაინის მონაწილეობის გარეშე მიაღწევენ.
ზელენსკი 15 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს.