ევროპა აუცილებლად გადატვირთავს თავის პოლიტიკას, განსაკუთრებით ამ დღეების შემდეგ – თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსადმი ევროპული პოლიტიკის ცვლილების გარდაუვალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამას მოწმობს ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიბურდანიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ დანაპირები ვერ შეასრულა და პარლამენტს საქმიანობის განხორციელებაში ხელი ვერ შეუშალა, როგორც ამას თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიციის მიზანია მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საგნობრივი დებატები ხელისუფლებასთან მას არც შეუძლია და არც სურს.
„ევროპა აუცილებლად გადატვირთავს თავის პოლიტიკას, განსაკუთრებით ამ დღეების შემდეგ. გუშინდელი დღე იყო ოპოზიციის მხრიდან პროტესტის დაგეგმარების პიკი. გუშინდელ დღეს მათ უნდა მოეწყოთ უზარმაზარი აქცია, რასაც გვპირდებოდნენ და რაც იყო გათვალისწინებული. მაგრამ, პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, მათ ხელი ვერავინ შეუშალა. ეს ოპოზიცია არ არის იმ რანგის, რომ თემატურ, დარგობრივ დებატებში შევიდეს ხელისუფლებასთან და მოუგოს ეს დებატები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული, რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე – მეტზე არაფერზე.
აქედან გამომდინარე, მიხვდება ის დასავლეთი და ალბათ უკვე მიხვდა, რომ ხელმოცარულია მათი პოლიტიკა საქართველოში და ეს პოლიტიკა უნდა შეცვალოს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს