ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთსა და ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ პოლონეთში მოქალაქეების მხარდასაჭერად 5 000-ზე მეტი ჯარისკაცია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ნიზაში წყლის დონემ კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ამასთან, მდინარე დუნაის ადიდების გამო, ს დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.
ძლიერი წვიმებია იტალიაშიც. იტალიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდება. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 50 რეგიონში ხვალისთვის განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ არსებობს ქარიშხლის, მეწყრული პროცესებისა და წყალდიდობის საშიშროება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება