ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-სა ყველაზე პოპულარული სმარტფონები დასახელდა

Counterpoint Research ექსპერტებმა გააანალიზეს სმარტფონების ძირითადი ბაზრები მსოფლიოში და აღმოაჩინეს ყველაზე პოპულარული მოდელები, რომელთაც ყველაზე ხშირად ყიდულობდნენ კონკრეტული ქვეყნის მცხოვრებლები 2023 წლის ოქტომბერში.
კვლევაში მოცემულია მონაცემები ტელეფონების გაყიდვების შესახებ -ში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. Apple-ის უახლესი გაჯეტები – iPhone 15 Pro და 15 Pro Max – თითქმის ყველგან ლიდერობენ.
თუმცა არის გამონაკლისებიც. იაპონელები ირჩევენ კომპაქტურ და ოდნავ ნაკლებად თანამედროვე iPhone 14-ს, სამხრეთ კორეაში კი Samsung Galaxy Z Flip 5 ლიდერობს.
აშშ-ი ტელეფონის გაყიდვების ხუთეულშია: iPhone 15 Pro, 15 Pro Max, iPhone 15, iPhone 14, Samsung Galaxy A14 5G;
ჩინეთში: 15 Pro Max, Huawei Mate 60 Pro, iPhone 15 Pro, HONOR X50, , iPhone 15;
სამხრეთ კორეაში: Samsung Galaxy Z Flip 5, Apple iPhone 15 Pro Max, Apple iPhone 15 Pro, Samsung Galaxy A34, Samsung Galaxy A24;
გერმანიაში: Apple iPhone 15, Apple iPhone 14, Apple iPhone 15 Pro Max, Apple iPhone 15 Pro, Samsung Galaxy S23.
სმარტფონების გლობალური ბაზარი ზრდას 2023 წლის ოქტომბერში 2 წლიანი სტაგნაციის შემდეგ დაუბრუნდა. Counterpoint Research-ის თანახმად, ამას განვითარებადი ბაზრების აღდგენა დაეხმარა. ოქტომბერში მსოფლიოში სმარტფონების ყოველთვიური გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, რაც პირველი ზრდაა 2021 წლის ივნისის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ