მსოფლიო უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილან მასკმა, განაცხადა, რომ ევროპაში ბევრ ადამიანს არ აქვს მომავლის იმედი.
„ევროპაში ბევრ ადამიანს არ აქვს მომავლის იმედი ან ფიქრობს, რომ ევროპა რაღაცნაირად „ცუდია“. ღრმა პესიმიზმი, – ეს გამოიწვევს ევროპის დასასრულს. ამიტომ, ეს უნდა შეიცვალოს“, – დაწერა ილან მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.