ევროპაში უცხოელი ტურისტების ხარჯები 2025 წელს 838 მილიარდ დოლარს მიაღწევს – WTTC

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში საერთაშორისო ტურისტების ხარჯები 2025 წელს 11%-ით გაიზრდება და 838 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
საფრანგეთი და ესპანეთი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ვიზიტორს მიიზიდავენ. ეს ცვლილება შესაძლოა ნაწილობრივ განპირობებული იყოს შეერთებულ შტატებში უცხოური ვიზიტების პროგნოზირებული 7%-იანი შემცირებით, რაზეც გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა.
„კანადელი და მექსიკელი მოგზაურები პრეზიდენტ ს სავაჭრო და საიმიგრაციო პოლიტიკის საპასუხოდ სხვა მიმართულებებს აირჩევენ“, – განაცხადა WTTC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯულია სიმპსონმა. ექსპერტმა ასევე მიუთითა დოლარის არახელსაყრელ გაცვლით კურსზე, როგორც ფაქტორზე, რომელიც გავლენას ახდენს 2025 წელს მოგზაურობის დანიშნულების ადგილის არჩევანზე.