GBTA-ს ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში საქმიანი მოგზაურობის ხარჯები წელს 360,4 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც 10,4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით და სექტორში ზრდა მრავალი გამოწვევის მიუხედავად გაგრძლდება. ასევე, ანალიტიკოსების აზრით, ევროპაში საქმიანი მოგზაურობის ხარჯები 2028 წლისთვის 476,6 მილიარდ ევრომდე გაიზრდება და ამ ბაზრის ზრდის ტემპი ევროპის მაგალითზე რიგით მეორე იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შემდეგ.
Business Travel Index Outlook-ის მიხედვით, 2024 წელს ევროპაში საქმიანი მოგზაურების დანახარჯები გლობალური დანახარჯების 26,4%-ს (1,36 ტრილიონი ევრო) შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი მოგზაურობა, პანდემიის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი, ფართოდ გავრცელებულმა ინფლაციამ, რამაც გამოიწვია ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასების ზრდა, განაპირობა ის, რომ საქმიანი მოგზაურობის ხარჯებმა 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, სადაც საქმიანი მოგზაურობის მაჩვენებლების აღდგენა ნელი ტემპით ხდებოდა, ახლა უკვე გადააჭარბა პანდემიამდე დონეს, მათ შორის ესპანეთში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.
წყარო: avianews.ge