ევროპაში მუშაობა უფრო კარგად ანაზღაურებადი გახდა

ევროკავშირში სამუშაო საათის საშუალო ფასი 5%-ით გაიზარდა (თუ მხოლოდ ევროზონის ქვეყნებს ავიღებთ, მაშინ 4,5%-ით). ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat ავრცელებს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სააგენტოს გათვლებით, მთლიანობაში ევროკავშირში საშუალო ხელფასი შრომის საათში იყო 33,5 ევრო, ხოლო ევროზონის ქვეყნებში – 34,01 ევრო.
დამსაქმებლები ყველაზე მეტს იხდიან ლუქსემბურგში (55,2 ევრო საათში), დანიაში (50,1 ევრო) და ბელგიაში (48,2 ევრო). ამავდროულად, ყველაზე დაბალი განაკვეთები რჩება ბულგარეთში (10,6 ევრო), რუმინეთში (12,5 ევრო) და უნგრეთში (14,1 ევრო).

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა