ევროპის აეროპორტების ქსელში მგზავრთნაკადი წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა, ზრდის ტემპი კი როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალებში სტაბილური დარჩა – შესაბამისად +4.3% და +4.6% – ამის შესახებ ACI Europe-ის ექსპერტებმა განაცხადეს.
მგზავრთა ნაკადის ზრდა მთლიანად საერთაშორისო რეისებზე (+5.7%) დაფიქსირდა, ხოლო შიდა რეისებზე ცვლილება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა (+0.2%). საერთო ჯამში, წლის პირველ ნახევარში მგზავრთა ნაკადი პანდემიამდელ დონესთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აეროპორტებს შორის მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი განსხვავებებია.
მგზავრთა რაოდენობის ზრდის მხრივ პირველ კვარტალში საუკეთესო შედეგები სლოვაკეთის (+19.2%), პოლონეთის (+14.9%), უნგრეთის (+14.2%), მალტის (+11.7%) და კვიპროსის (+10.8%) აეროპორტებმა აჩვენეს, ხოლო ყველაზე სუსტი შედეგები შვედეთის (-0.9%), ესტონეთის (+0.2%), ისლანდიის (+1.4%) და ლუქსემბურგის (+1.4%) აეროპორტებმა აჩვენა.
ევროპის უმსხვილეს აეროპორტებს შორის გამოირჩეოდა იტალიის (+5.7%) და ესპანეთის (+4.5%) აეროპორტები. ამის საპირისპიროდ, საშუალოზე დაბალი შედეგები აჩვენა საფრანგეთის (+3.6%), დიდი ბრიტანეთის და გერმანიის (ორივე +2.3%) აეროპორტებმა.
მსხვილი აეროპორტები (40 მილიონზე მეტი მგზავრი) წლის პირველ ნახევარში ყველაზე ნელი ტემპით იზრდებოდნენ, მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე
