“ევროპაში, კერძოდ ჩეხეთში, რუსული სპეცსამსახურები კვლავ აქტიურობენ”, – ამის შესახებ ჩეხეთის კონტრდაზვერვის BIS-ის სპიკერმა, ლადისლავ შტიხმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა 2023 წელს დაარეგისტრირეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთმა, 2021 წელს, 60 დიპლომატი და რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.
შტიხამ აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის აგენტები, EU-ს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გვერდის ავლით მოქმედებენ. მან ყურადღება “რუსული სახლის” საქმიანობაზეც გაამახვილა, რომელიც ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ “რუსული სახლი” ოფიციალურად დახურულია, ის რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების წასახალისებლად, სპეციალური ღონისძიებების ორგანიზებას და კამპანიების ჩატარებას განაგრძობს.
როგორც Ukrinform წერს, ჩეხეთი აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას თანმიმდევრულად უჭერს მხარს.
