სალომე ზურაბიშვილის 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად პირადი სახსრებიდან 48 217 ლარი დახარჯა.
პრეზიდენტის ბოლო დეკლარაციაში მითითებულია მის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯული თანხაც, რაც 55 275 ლარს შეადგენს.
დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის ხელფასი 2023 წლის განმავლობაში 84 220 ლარი იყო (ხელზე ასაღები თანხა).
როგორც დოკუმენტშია მითითებული, პრეზიდენტს მიმდინარე ანგარიშზე ფრანგულ Societe Generale Paris ბანკში 26 850 ევრო აქვს. ხოლო საქართველოს ბანკში ანაბარზე – 25 460 აშშ დოლარი, ასევე საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 3 375 აშშ დოლარი აქვს.