ევროპაში ვახტანგ კახიძის “რეკვიემი” პირველად აჟღერდა – ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “ევროპალიას” ფარგლებში, ქართული მუსიკა ტრიუმფით მიიღეს

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში, წარმატებით მიმდინარეობს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი “ევროპალია-საქართველო”. 18 ნოემბერს ბელგიის ქალაქ ანტვერპენის დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის “რეკვიემი”. აღსანიშნავია, რომ “რეკვიემი” ევროპაში პირველად შესრულდა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ღონისძიებამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებით ჩაიარა.
“რეკვიემი”, რომელიც კომპოზიტორმა მშობლებს მიუძღვნა, სოლისტი ბიჭუნას, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის არის დაწერილი. ნაწარმოების პრემიერა საქართველოში 2021 წელს გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “ევროპალია-საქართველოს” ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ევროპელ საზოგადოებას, ოთხი თვის განმავლობაში, შეუძლია, ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა “ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ “ბოზარში”) და “საქართველო – შეხვედრების ადგილი” (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს