ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები დაცული არიან სპეკულაციური გამდიდრებისგან, ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ლობები წყვეტენ –

ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები დაცული არიან სპეკულაციური გამდიდრებისგან, ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ლობები წყვეტენ –
მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობები წყვეტენ, აქ კი ხალხი“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, „ევროპელებს არ სურთ, მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც სურთ ევროკავშირში“.
„ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის