ევროპაში გაზის ფასი განახევრდა – APA

ევროპაში გაზის ფასი განახევრდა – APA
ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ საათში 30 ევრომდე დაეცა, 2023 წლის დასაწყისში ფასი 79 ევრო იყო. ამის შესახებ ავსტრიული მედია წერს.
„ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი საგრძნობლად შემცირდა და 5 თვის განმავლობაში პირველად დაეცა 30 ევრომდე მეგავატ საათში. დღის მეორე ნახევარში ამსტერდამის ბირჟაზე, ერთ თვეში მიწოდების საორიენტაციო TTF ფიუჩერსული კონტრაქტი დაახლოებით 8%-ით, 29,29 ევრომდე დაეცა“, – წერს APA.
ექსპერტები შედარებით მაღალ მიწოდებაზე საუბრობენ მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში ბევრმა ქვეყანამ რუსული გაზი სხვა ქვეყნებიდან გაზრდილი იმპორტით შეცვალა. პროცესს ასევე ხელი შეუწყო გერმანიის სანაპიროზე ტერმინალების მშენებლობამ.
„2023 წლის დასაწყისში მეგავატი საათი კვლავ 79 ევრო ღირდა. ომის დაწყებამ ახლო აღმოსავლეთში გაზის ფასის 50 ევროზე ზევით აწევა გამოიწვია ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ შემდეგ ტენდენცია შეიცვალა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ევროპაში ბუნებრივი აირის ამჟამინდელი ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიღწეული მაჩვენებლები. 2022 წელს ფასმა დროებით გადააჭარბა 300 ევროს მეგავატ საათზე.