ევროპაში გაზის ფასი, აგვისტოს შემდეგ, ყველაზე დაბალია – FT

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ტრეიდერები ფსონს დებენ, რომ კონტინენტის გაზის მარაგი დაეხმარება ევროპას ზამთრის გადატანაში მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ძლიერი ყინვებია.
The Financial Times წერს, რომ გაზის საორიენტაციო ფასმა იანვრის დასაწყისში ამსტერდამში 5-თვიან მინიმუმს მიაღწია. ფასი Intercontinental Exchange-ზე, წინა კვირის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 10%-ით დაეცა. ოთხშაბათს ოდნავ, 31,19 ევრომდე გაიზარდა მეგავატ/საათში. ეს ფასი საგრძნობლად დაბალია ერთი წლის წინანდელთან შედარებით, როცა მეგავატ/საათში დაახლოებით 70 ევრო იყო.
ევროპაში გაზის მარაგის დონე ტრეიდერებს შორის ინტენსიური ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ში შეიჭრა და მილსადენებში გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო. FT წერს, რომ ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა გაზარდა გაზის მარაგი ზამთრისთვის და ჭარბი შესყიდვების ნაწილი უკრაინაში განათავსა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მუდმივი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ევროპას უჭირდა გაზის მარაგის შევსებას, რეგიონი ზედიზედ რამდენიმე ზამთარია, რაც კომფორტულ მდგომარეობაშია.
გაზის მარაგები ევროკავშირის საწყობებში ორშაბათის მდგომარეობით სავსე იყო 83%-ით, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.