ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო ცვლილებებზე:
„დღეს რაც მიმდინარეობს ტენდენციები, ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, ბუნებრივია, ევროპაში, ამერიკაში რაც ხდება, არ არის ეს ყველაფერი კარგის მომტანი, ეს არის აღვირახსნილი კამპანია, მიჰყავთ საბავშვო ბაღებში, სკოლებში ტრანსგენდერები და ეუბნებიან გოგოს ან ბიჭს, აი, შენ თუ არ მოგწონს შენი სქესი, შეგიძლია, გადაიკეთო. მშობლის ნებართვის გარეშე.
აი, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ. ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება გაფრთხილება, ამას სჭირდება ჩაკეტვა, ამიტომ არის აუცილებელი და დროული ეს ინიციატივა და ამას სჭირდება ბოლომდე მიყვანა,“ – განაცხადა მან