ევროპაში ალკოჰოლზე უარით თქმა დაიწყეს

დანიელების თითქმის 35%-მა ალკოჰოლზე უარი თქვა, – ამას მოწმობს ანალიტიკური ინსტიტუტის Voxmeter-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა Blue Cross Denmark ორგანიზაციის სახელით, რომელიც ეხმარება ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში.
გამოკითხული დანიელების დაახლოებით 40%-მა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ალკოჰოლზე უარის თქმას. და თითქმის 60%-მა თქვა, რომ თვლის, რომ აუცილებელია სასმელის კულტურის შეცვლა ისე, რომ დანიელებმა მთლიანობაში ნაკლები დალიონ.
ევროპის ქვეყნებში ალკოჰოლზე უარის თქმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს. მაგალითად, ჩეხეთში 10 წელზე მეტია ატარებენ კამპანიას „მშრალი თებერვალი“. 2021 წელს გამოკითხულთა 53%-მა აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად ნაკლები ალკოჰოლი დალია.
გერმანიაში კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუდის მოხმარება 12%-ზე მეტით შემცირდა.