ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით -ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან ამოღებულია ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერის შესახებ ვალდებულება

ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით -ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან ამოღებულია ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერის შესახებ ვალდებულება
ევროპამ და აშშ-მა, პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიცია წარმოადგინეს, მიესალმნენ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის მხარდაჭერით და წარადგინეს დეტალური გეგმა კიევის გრძელვადიანი გაძლიერებისთვის, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგების შესახებ, – წერს გამოცემა POLITICO. მხარდაჭერის ნიშნად, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, დადებითად შეაფასეს ევროპელების მუშაობა იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს უსაფრთხოების გარანტიას შესთავაზებდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც აღნიშნა, რომ ევროპელები, ამერიკელები და უკრაინელები შთანხმდნენ უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გამოცემის ცნობით, “პარიზში გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები ვერ გააქარწყლებს ეჭვებს აშშ-ის მიერ უკრაინისა და ევროპის კონტინენტის მხარდაჭერისადმი ერთგულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იმედი იყო, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებდა, საბოლოო დეკლარაციას მხოლოდ “მსურველთა კოალიციამ” მოაწერა ხელი.”
უკრაინისთვის განკუთვნილ მრავალეროვნულ ძალებში ამერიკის მონაწილეობის დეტალები ამოღებულია POLITICO-ს მიერ ნანახი ადრინდელი პროექტიდან. იმ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ აშშ აიღებდა ვალდებულებას, „დახმარებოდა ძალებს თავდასხმის შემთხვევაში“ და უზრუნველეყო სადაზვერვო და ლოგისტიკური მხარდაჭერა. სტატიის თანახმად, ლიდერებმა ასევე თავი აარიდეს აშშ-ის ვალდებულებების სანდოობაზე საუბარს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს და პრეზიდენტი გრენლანდიის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს