ევროპას ესაჭიროება ხელახალი შეიარაღება, აცხადებს კოპენჰაგენი

ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, დანიის განცხადებით, ევროპას ახლა უფრო სწრაფად ესაჭიროება ხელახალი შეიარაღება. ქვეყნის პრემიერმა 23 თებერვალს ხელი მოაწერა სთან უსაფრთხოების თანამშრომლობის 10-წლიან შეთანხმებას.
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ს შეხვდა. ორი ლიდერის შეხვედრა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივში გაიმართა, ქვეყანაზე ს სრულმასშტაბიანი თავდასხმის მეორე წლისთავთან დაკავშირებით.
მსგავს ორმხრივ შეთანხმებას უკვე მოაწერეს ხელი ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნისგან შემდგარმა შვიდეულმა გასულ წელს პირობა დადო, რომ უკრაინასთან ორმხრივად გააფორმებდა “გრძელვადიან უსაფრთხოების ვალდებულებებსა და შეთანხმებებს”.
უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია და ქვეყნის ეკონომიკის ზომის მიხედვით, მისი მასშტაბური დამხმარეც. ერთი დღით ადრე, დანიამ განცხადება ახალი, 247.4 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტზე გააკეთა, რომელიც უკრაინას მიეწოდება.
კოპენჰაგენმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაზარდონ ს მხარდაჭერა რუსეთთან ომში. ფრედრიკსენმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ დანიიდან ამ ზაფხულს უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის გადაცემას მოელის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა