ევროპულ ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთში სატრანსპორტო პრობლემების ფონზე, გაზი ფასის ზრდა არ უგრძნიათ. Bloomberg წერს, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა სწორი ნაბიჯი იყო და გაამართლა.
მიუხედავად იმისა, რომ წითელ ზღვაზე შექმნილმა პრობლემებმა გადამზიდველები აიძულა, უფრო გრძელი მარშრუტებით ესარგებლათ, ამან ევროპელებისთვის კატარის გაზის ფასი არ გაზარდა და ელექტროენერგიის ღირებულება კრიზისის შემდეგ სტაბილური დარჩა.
საბაზისო ევროპული ფასი ელექტროენერგიაზე 30 ევროზე დაბალია მეგავატზე, რაც დაახლოებით მეათედია 2022 წლის ფასის.
Bloomberg-ი წერს, რომ ევროპა პასუხისმგებლობით მოეკიდა საზამთრო სამზადისს და რეკორდული რაოდენობის გაზი დააგროვა.
გარდა ამისა, ევროპელები აქტიურად იყენებდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებს, რამაც მას დივერსიფიკაციისა და კრიზისის მშვიდად გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ამას ემატება ნაკლებად ცივი ზამთარი და შენელებულმა ეკონომიკურმა ზრდამ, რამაც ისეთ ინდუსტრიულ გიგანტებში, როგორიცაა გერმანია გაზზე მოთხოვნა შეამცირა,