ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადებას მხარი 175-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 360-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის, ევროპარლამენტარების, სულ მცირე, ორი მესამედის ხმა იყო საჭირო.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება რუმინელმა ევროპარლამენტარმა ულტრამემარჯვენე პარტიიდან, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსიდან“, გეორგე პიპერეამ დააყენა.
რუმინელი ევროპარლამენტარი უნდობლობის გამოცხადებას ევროკომისიის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კონტრაქტებთან დაკავშირებული მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის გამო ითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის