ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს, 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. 25-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, სავარაუდოდ, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, შეიცვლება.
რეზოლუციაში შესულია ოლიგარქი ს პერსონალური სანქცირების საკითხი და წერია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის სკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში”.
ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს “საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს შესახებაც და ნათქვამია, რომ ის ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უნდა გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ, 8 ოქტომბერს საქართველოს შესახებ მოსმენა და დებატები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს