ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს მოუწოდა, 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახის წევრებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩეროს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.
DW-ის ცნობით, ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, მათ შორის – ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში. სანჩეს ამორის თქმით, მხოლოდ ასამდე მაღალჩინოსნისთვის შეზღუდვის დაწესება „კოსმეტიკური ზომა“ იქნება:
„არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვაგვარად ეს არ იმუშავებს. ახალი მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს, ამიტომ ზომა უნდა იყოს არსებითი,“ — აღნიშნა მან.
