ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა, – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომის მოთხოვნის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „მემარცხენეების“ შუამდგომლობის წინააღმდეგ ხმა 383-მა დეპუტატმა, ხოლო „ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის წინადადების წინააღმდეგ ხმა 378-მა დეპუტატმა მისცა.
ორივე შუამდგომლობის ავტორები ურსულა ფონ დერ ლაიენს აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებდნენ.
„დღეს მიღებულ მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე