ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს წინადადებების პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, – ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„ევროპარლამენტმა მიიღო წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას 2026 და 2027 წლებისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, 30 მილიარდი ევრო კი – მაკროფინანსურ დახმარებასა და ბიუჯეტის მხარდაჭერაზე წავა.
სესხი ევროკავშირის საერთო სესხებით დაფინანსდება, კი მას რუსეთისგან ომის რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.
გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომაც იმისთვის, რომ ევროკომისიამ პირველი გადახდის გაცემა 2026 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში შეძლოს.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, გამოეხმაურა.
„მივესალმები ევროპარლამენტის მიერ უკრაინისთვის დამატებით 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ ჩვენი წინადადების სწრაფ მიღებას. უკრაინის გამბედაობა ურყევია. ასევე ურყევია ევროპის გადაწყვეტილება, მის გვერდით იდგეს. დღეს და ხვალ! რადგან ძლიერი მთელ ევროპას უფრო უსაფრთხოს ხდის“, – წერს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის დახმარების სესხზე შეთანხმებას ბრიუსელში, ევროპულ საბჭოზე 2025 წლის 18 დეკემბერს მიაღწიეს.