ევროპარლამენტმა სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წლამდე გაზარდა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკის 16 წლით განსაზღვრას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მიზანია „ასაკის შესაბამისი ონლაინ ჩართულობის“ უზრუნველყოფა და მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის შემცირება, რომელიც ჭარბი ონლაინ აქტივობის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.
რეზოლუციის თანახმად, სოციალური მედია, ვიდეოგაზიარების პლატფორმები და ს პლატფორმები 13–16 წლის მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დაშვებული. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს ასაკის შესაბამისი შინაარსის დიზაინის მოთხოვნების შესახებ კანონმდებლობის შემოღებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს