ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტმა გაფართოების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტმა 468 ხმით 99-ის წინააღმდეგ ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რეზოლუციის მხარდაჭერისგან 58-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ სთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
კერძოდ, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ მიიღოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე, გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს დაჩქარებული წესით გაწევრიანება არ უნდა იყოს, არამედ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე დამყარებული პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ კანდიდატი და პოტენციალური კანდიდატი ქვეყნები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური რეფორმების, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემისა და დაცვისადმი თანმიმდევრულ და მტკიცე ერთგულებას აჩვენებენ.
ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ასევე, უნგრეთის კოსოვოსადმი პოლიტიკის ცვლილებას.
რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ორბანის განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ხოლო 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ პოტენციალური უარყოფითი შედეგები შესაძლოა იქონიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც