ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი იყო ორი ჯგუფის მიერ წარდგენილ რეზოლუციის შესწორებაში. ერთი რეზოლუციის შესწორების ავტორი არის პოლიტიკური ჯგუფი “განაახლე”, მეორესი კი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები”, რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
ორივე ჯგუფი იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა.
ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.