ევროპარლამენტმა მედიის თავისუფლებასა და ამაღლობელის გათავისუფლებაზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 25 იყო.
ევროპარლამენტარები ქართული ოცნებისგან მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ისინი ასევე მკაცრად გმობენ, ივანიშვილის მთავრობის მხრიდან სისტემურ თავდასხმებზე მედიის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
“ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ საქართველოში განხორციელებული თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების ფაქტების გამო, მათ შორის დისკრედიტაციის კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და დაკავებისას გენდერზე დაფუძნებული ძალადობის გამო; მოუწოდებს ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიებები და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება”, – წერია ერთ-ერთ პუნქტში.