ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, კიევს მოუხსნან შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენებაზე

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეიცავს ევროკავშირის ქვეყნებისადმი მოწოდებას, მოხსნან შეზღუდვები, რომლებიც ს საშუალებას არ აძლევს, დასავლური შეიარაღების სისტემები გამოიყენოს ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 425-მა დეპუტატმა, 131 წინააღმდეგი იყო, 63-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეზღუდვების მოხსნის გარეშე უკრაინა „ვერ შეძლებს სრულად განახორციელოს თავისი უფლება თავდაცვაზე და მოწყვლადი დარჩება სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მიმართ“.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს არა აქვს იურიდიული ძალა, ისინი სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მოელოდნენ, რომ ასეთი აკრძალვების მოხსნა შესაძლებელი იქნებოდა -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასული კვირის ბოლოს შედგა ვაშინგტონში. მაგრამ შეხვედრაზე ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
სტარმერმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი „პირთა უფრო ფართო წრის“ მონაწილეობით გაგრძელდება რამდენიმე დღეში გაეროს გენერალურ ასამბლეაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე