ევროპარლამენტმა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია

ევროპარლამენტმა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია
ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია.
„არა თუ განცხადებები არ ყოფილა, მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მთელი ევროპარლამენტი ადგა და მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა მოთხოვნა სანქციებთან მიერთების შესახებ. რაზეა აქ საერთოდ საუბარი. მანამდე, გახსოვთ თქვენ კონკრეტული პრეზიდენტების, კონკრეტული ევროპარლამენტარების და ბევრი სხვა პოლიტიკოსის თუ ბიუროკრატის განცხადება, რასაც დიდი მოწონებით ხვდებოდა რადიკალური ოპოზიცია. არქივი არ იშლება, არსებობს არქივი. ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ. ამის შემდეგ რაზეა საუბარი, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა