ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
