ევროპარლამენტი საქართველოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი საქართველოს განმეორებითი ს ჩატარებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ევროპული საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.
“მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მოუწოდებს საქართველოს, ხელახალი კენჭის ყრა ერთი წლის ვადაში ჩაატაროს.
ევროპარლამენტარები გმობენ არაერთ სერიოზულ ელექტორალურ დარღვევას, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინების, შედეგების მანიპულაციის, საერთაშორისო დამკვირვებელთა საქმიანობაში ჩარევისა და საარჩევნო მოწყობილობების მანიპულაციების დადასტურებულ ფაქტებს”, – ვკითხულობთ ევროპარლამენტის განცხადებაში.