ევროპარლამენტი: სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია

კიდევ ერთი გზავნილი “ოცნებას”დასავლეთიდან – ივანიშვილის გუნდს ამჯერად ევროპარლამენტი აფრთხილებს, რომ “საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის”.
ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია”.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის პარტიის მთავრობას არ აღიარებს.
„საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – წერს ევროპარლამენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ