ევროპარლამენტი კიევში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს, 17 სექტემბერს კიევში ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას სხდომაზე.
მეცოლამ უკრაინელ დეპუტატებს მიმართა, რომ კიევში იმყოფება თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და იმის კიდევ ერთხელ სათქმელად, რომ მარტო არ არის და მის მხარდაჭერას გააგრძელებენ მშვიდობის დამყარების შემდეგაც, როცა ქვეყანა აღდგენას დაიწყებს.
მეცოლას განცხადებით, ამ კვირაში ევროპარლამენტი კიევში გახსნის მუდმივ წარმომადგენლობას, რათა თანამშრომლობა ყოველდღიური გახდეს.
დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში მივიდა გმირების ხსოვნის კედელთანაც და პატივი მიაგო რუსეთთან ომში დაღუპულ მეომრებს.
უკრაინაში რობერტა მეცოლას წინა ვიზიტი 2024 წლის მაისში შედგა.
ევროპარლამენტს მიღებული აქვს უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის დამგმობი არაერთი რეზოლუცია და აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ვეფხვაძე – მშენებლობების ნაწილში შემცირება, უკავშირდება „თეთრი სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობების გაუარესებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, განწყობები ისევ პოზიტიურად შეიცვლება