ევროპარლამენტი ევროკავშირს საზღვარგარეთ აბორტების დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას სთხოვს

“ევრონიუსის” ინფორმაციით, კანონმდებლებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს სოლიდარობის მექანიზმის შექმნისკენ, რათა დაეხმაროს ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ უსაფრთხო და ლეგალური აბორტის გაკეთება საკუთარ ქვეყნებში. კერძოდ, გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტმა დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ფონდის შექმნას იმ ქალების მხარდასაჭერად, რომლებსაც არ აქვთ წვდომა უსაფრთხო აბორტზე საკუთარ ქვეყნებში.
ეს ფინანსური მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტარების მიერ ოთხშაბათს კენჭისყრით დამტკიცდა, საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ორსულობის შეწყვეტაზე წვდომა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც ეს საკუთარ ქვეყანაში კანონით ეკრძალება – რაც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში დღემდე მოქმედებს.
მექანიზმში მონაწილეობა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის შესაძლებელი და ნებაყოფლობითი იქნება და ის ევროპული ფონდებით დაფინანსდება. წევრი სახელმწიფოები აბორტის მომსახურებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ. რეზოლუციის თანახმად, მოთხოვნის მიზანია ევროპაში მრავალი ქალისთვის უსაფრთხო და ლეგალურ აბორტზე სრული წვდომის არარსებობის პრობლემის მოგვარება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა