ევროპარლამენტი ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებს, სანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას უფრო მეტ Patriot-ის სისტემას არ გადასცემენ.
ევროპარლამენტის წევრმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გი ვერჰოფსტადტმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან იქამდე ამოიღონ, სანამ წევრი სახელმწიფოები შვიდ Patriot-ის სისტემას არ იპოვიან, რომელიც უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება.
„პარლამენტი საბჭოს ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს იქამდე, სანამ ევროპული საბჭო უკრაინის მხარდაჭერას დამატებითი Patriot-ის სარაკეტო სისტემებით არ გადაწყვეტს!“, – წერს გი ვერჰოფსტადტი X-ზე.
ვერჰოფსტადტის მოწოდებას მხარი 515-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 62 იყო.