ევროპარლამენტის რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე | რა წერია დოკუმენტში

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას და მოითხოვს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობა “წარმოადგენს ს მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის უხეშ უგულებელყოფას, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, მავთულხლართების დამონტაჟებისა და ბარიერების აღმართვის გზით”.
ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას და მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, შექმნას სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
“ევროპარლამენტი იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონებში უკანონო “ბორდერიზაციის” და “პასპორტიზაციის” საქმიანობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს საქართველოს საოკუპაციო ძალები”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუციის თანახმად, ევროპის პარლამენტი “გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამს, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე”.
ევროპარლამენტარები ავალებენ პრეზიდენტს, გაუგზავნოს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, UNHRC-ს, ICRC-ს, ეუთოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს და რუსეთის ხელისუფლებას.