ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი

ფორმულამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. დოკუმენტში საუბარია ს, კახა კალაძის, სა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე.
დოკუმენტში ასევე საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
ასევე, რეზოლუციის პროექტში საუბარია რეჟიმის მხრიდან ზეწოლაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ და სახელისუფლებო მედიის მფლობელების სანქცირების საჭიროებაზე.
“ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ს გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე, როგორიცაა პრემიერმინისტრი ირაკლი , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი , პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე , ასევე გაავრცელოს ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, სახელისუფლებო მედიის მფლობელებს, ტელეკომპანია იმედის, პოსტ ტვ-ისა და რუსთავი 2-ის ჩათვლით, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარულ მმართველობას…
ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ, შეუერთდნენ -სა და გაერთიანებული სამეფოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაში და გაყინონ ევროკავშირში მთელი მისი ქონება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები.
დამოუკიდებელი მედია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულა, ტელეკომპანია მთავარი და ტვ პირველი რეჟიმის ჩარევის გამო, სისტემატური შევიწროებისა და დაშინების, ასევე მძიმე ოპერაციული და ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგანან, მედიის ათობით წარმომადგენელი კი სხვადასხვა სახის ინტენსიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ექვემდებარება. დაფიქსირებულია არაერთი ძალადობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ შორის ალექსანდრე ქეშელაშვილზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, მათი სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის, საბა ქევხიშვილის შევიწროება.
12 იანვარს ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”- წერია რეზოლუციის პროექტში.