ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას აფასებს, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩირის ფასიც არ აქვს.
„ევროპარლამენტს არ შეუცვლია არც ზნე, არც ჩვევები. ის რეზოლუციები, რაც აქამდე იყო მიღებული, ახალი პროექტისგან არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება ამ დესპანებს, რომლებიც ჩავიდნენ იმისათვის, რათა ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდნენ კვლავ რაღაც გაუგებარი პროგრამით და პერფორმანსით, ერთადერთი აქვთ მიზნად, რომ როგორმე სირთულე შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად და არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის.
რეზოლუციაში, სავარაუდოდ შესული იქნება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვის, ბიძინა ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მედიამფლობელებისა და მოსამართლეების დასანქცირების საკითხები.
სტრასბურგში იმყოფებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები – და ზურა გირჩი ჯაფარიძე. ისინი ევროპარლამენტში სიტყვით უკვე გამოვიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?