ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ხალხს: “ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი. ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული,” – წერს მეცოლა.