ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – -თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სოციალ-დემოკრატი კატარინა ბარლი -თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმებას აკრიტიკებს. გერმანელი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია.
კატარინა ბარლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება შეერთებულ შტატებზე ევროკავშირის სტრუქტურულ დამოკიდებულებას გაზრდის. ბარლის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტარიფები, არამედ ევროპის „სტრატეგიული სუვერენიტეტის“ შენარჩუნებაც.
„ეს შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია. კომისია უზარმაზარ ზეწოლას დაემორჩილა. თანასწორი პირობებით სამართლიანი შეთანხმების ნაცვლად, ახლა ჩვენ გვაქვს კომპრომისი, რომელიც ტვირთად აწვება ევროპის ძირითად ინდუსტრიებს და კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს სტრუქტურულ დამოკიდებულებას აშშ-ზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია კრიტიკულ ტექნოლოგიებში, ევროპის ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ევროპა მსოფლიოში საკუთარი თავის ჭეშმარიტად დამკვიდრებას“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა