ევროპარლამენტის დელეგაცია: საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას

ევროპარლამენტის მრავალპარტიულ დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. რომელიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და არსებული პოლიტიკური კრიზისის გასაუმჯობესებლად მიმართულ ნაბიჯებს მოიცავს.
“გაყალბებული , სასტიკი რეპრესიები, მოპარული მომავალი – საქართველო გზაჯვარედინზეა. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს სანქციები, მოითხოვოს ახალი არჩევნები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლებს”, – წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე და ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზად მიიჩნევა ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.
ხელმომწერები არიან:
· სერგეი ლაგოდინსკი (მწვანეები/EFA), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
· რასა იუკნევიჩიენე (EPP), საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი;
· ნატალი ლუაზო (Renew), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის პირველი ვიცე-თავმჯდომარე;
· მიხალ შჩერბა (EPP), სამხრეთ კავკასიის დელეგაციის მეორე ვიცე-თავმჯდომარე;
· ტობიას კრემერი (S&D), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
· რეინიე ვან ლანშოტი (მწვანეები/EFA), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
· ბერნარ გეტა (Renew), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი.
12 დეკემბერს, ევროპელი პოლიტიკოსების ინტერპარტიული დელეგაცია თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. 6 ევროპარლამენტარი შეხვდა ყველას ოცნების გარდა – ოლიგარქის რეჟიმი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ლეგიტიმური არ არის.