ევროპარლამენტარი: 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონდა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა ნება

ევროპარლამენტარი გიორგიო გორი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება.
„ათასობით ქართველი იდგა ევროკავშირის დროშით ქუჩაში, ს შედეგების გასაპროტესტებლად. ეს ადასტურებს, რაოდენ ერთგულნი არიან ისინი ევროინტეგრაციისა.
სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონია უფლება, თავისუფლად გამოეხატა ნება. იყო ბევრი დარღვევა ხმის მიცემისას. ასევე, იყო ფეიკ ნიუსების კამპანია, რომელსაც აწარმოებდა.
ამავე დროს, პრორუსული კანონები, როგორიცა „უცხოური გამჭვირვალობის“, „ბავშვთა დაცვის“ კანონები, აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან.
კანდიდატი ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე პრო-ევროპულია – მოსახლეობის განწყობის მხრივ.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ ყველა ზომა გამოვიყენოთ, რათა დავეხმაროთ ამ მისწრაფებებს“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით