ევროპარლამენტარი: უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო ბელარუსს დაემსგავსება

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ აქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტოკრატიაში.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს დამოუკიდებლობას ანგრევს.
„საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტოკრატიაში. ოპოზიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს – შეუერთდა მელიას და ჯაფარიძეს ციხეში. ივანიშვილმა კიდევ უფრო გააძლიერა ძალაუფლება, ახშობს განსხვავებულ აზრს და ანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო ბელარუსს დაემსგავსება”, – წერს კოლსი.
Georgia sinks deeper into autocracy. Opposition leader @NikaGvaramia imprisoned — joining Melia and Japaridze behind bars. Ivanishvili tightens his grip, crushing dissent and erasing judicial independence. We must act before Georgia becomes another Belarus. https://t.co/Wf1bEgj6ez — Rihards Kols (@RihardsKols) June 13, 2025
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
პროცესს თავად ნიკა გვარამია არ დასწრებია, სასამართლოში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში წავიდა.
ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.