ევროპარლამენტარი – საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ – ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია

2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ, – ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თვითგამოცხადებულმა თავმჯდომარემ გეგმა გამოაცხადა, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს. ეს ნაბიჯი მიზანში იღებს ოპოზიციურ ამომრჩევლებს, ძირს უთხრის დემოკრატიას და პრორუსული ავტორიტარული ტაქტიკის მსგავსია. 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია“, – წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია