ევროპარლამენტარი – საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობთ – მათ არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, როცა ისინი ცდილობენ კონსტიტუციური წესრიგი დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ დესტაბილიზაციის მცდელობებს

თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც დან, ისე ევროპიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედია ზეწოლის ქვეშ არის. აღნიშნული თავდასხმები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების, სასამართლოსა და ასევე ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული სუვერენული არჩევანის ლეგიტიმურობას. ეს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას წარმოადგენს. მათ შეშფოთებას კი ევროპარლამენტი ავრცელებს“, – განაცხადა მარიანიმ.
მისი თქმით, ბრიუსელი „საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობს“.
„თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც დან, ისე ევროპიდან. საბოლოოდ, თუ თქვენ გსურთ, იპოვოთ ისინი, ვინც დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებას ცდილობენ, მაშინ დამნაშავეები ბრიუსელში უნდა მოძებნოთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }